არჩილ კბილაშვილი: საქართველოში ბიზნესს უკანონოდ ვერავინ შეეხება

არჩილ კბილაშვილი: საქართველოში ბიზნესს უკანონოდ ვერავინ შეეხება

"პირობას ვდებ, რომ ბიზნესი პროკურატურის ზეწოლისგან გათავისუფლდება“, - საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, არჩილ კბილაშვილმა საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელსაც უცხოელი ბიზნესმენები და დიპკორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესს უკანონოდ ვერავინ შეეხება.

მისი განმარტებით, ეს ბიზნესმენებთან მისი პირველი შეხვედრაა და აღნიშნა, რომ მათთან თანამშრომლობას კანონის ფარგლებში აპირებს.

„ეს არის ჩემი პირველი შეხედვა ბიზნესმენებთან, რომელთაც აინტერესებთ, თუ როგორი იქნება პროკურატურასთან დაკავშირებული მომავალი. მე მათთან თანამშრომლობას ვაპირებ მარტივად, ანუ კანონის ფარგლებში. ბიზნესი პროკურატურის ზეწოლისგან გათავისუფლდება და ბიზნესი და ბიზნესმენები, ჩვენი მხრიდან დაშინებული არ იქნება", - განაცხადა კბილაშვილმა.

შეხვედრას უცხოელ ბიზნემენებთან ერთად საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლიც ესწრება.