მიხეილ სააკაშვილი: ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე დემოკრატიულები ვართ იქამდე, სანამ ორჯერ მაინც არ შეიცვლება ძალაუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე დემოკრატიულები ვართ იქამდე, სანამ ორჯერ მაინც არ შეიცვლება ძალაუფლება

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბევრი მოდის ხელისუფლებაში, მაგრამ წასვლა ავიწყდება. ამის შესახებ მან ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართელომ დემოკრატიის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ აღნიშნა, რომ ბოლომდე დემოკრატიულები არ ვიქნებით მანამ, სანამ შემდეგი არჩევნები არ ჩატარდება.

„რამდენიმე დღეში საქართველოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობა ეყოლება და სხვა პოლიტიკური ძალა განაგებს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს ბუნებრივი პროცესია ამ დარბაზში მყოფი დელეგატებისთვის, მაგრამ არა ჩვენი რეგიონის და ჩემი ქვეყნისთვის. დემოკრატიის კუთხით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ბოლომდე დემოკრატიულები ვართ მანამ, სანამ შემდეგი არჩევნები არ ჩატარდება, სანამ ორჯერ მაინც არ შეიცვლება ძალაუფლება. ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი შემოდის ხელისუფლებაში თავისუფალი არჩევნების გზით, მაგრამ ავიწყდებათ, რომ უნდა წავიდნენ კიდეც. ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და ამის გასაგრძელებლად თქვენ გვჭირდებით", - მიმართა კონგრესის მონაწილეებს პრეზიდენტმა.