პაატა ზაქარეიშვილი: უმჯობესია საერთაშორისო თანამეგობრობის დინების საწინააღმდეგოდ არ ვიაროთ და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა მივიღოთ

პაატა ზაქარეიშვილი: უმჯობესია საერთაშორისო თანამეგობრობის დინების საწინააღმდეგოდ არ ვიაროთ და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა მივიღოთ

 „საქართველომ თავის დროზე, სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას მხარი დაუჭირა და ახლა გაუგებარია, მასში მონაწილეობაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ“, - ამასთან დაკავშირებით განცხადება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა   "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ის მიზეზები, რომელსაც ქართული მხარე ბოიკოტის გასამართლებლად ასახელებს - ამ ადგილზე ჩერქეზთა გენოციდის მოწყობა და აფხაზეთიდან ბუნებრივი რესურსების გატანა, ხელოვნურია.

„ის, რომ საქართველომ გადათქვა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ თავისი გადაწყვეტილება, განპირობებული იყო რუსეთ-საქართველოს ომით, როდესაც საქართველოს სურდა, რაიმეთი ევნო რუსეთისთვის, თუმცა მსოფილოში ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს და უმჯობესია საერთაშორისო თანამეგობრობის დინების საწინააღმდეგოდ არ ვიაროთ და ოლიმპიადაში მონაწილეობა მივიღოთ", – განაცხადა ზაქარეიშვილმა.