პაატა ზაქარეიშვილი“ ჟენევის მოლაპარაკებებში ბევრ შეკითხვაზე მივიღე პასუხი, რაც ჩვენი სტრატეგიის წარმართვაში გამომადგება

პაატა ზაქარეიშვილი“ ჟენევის მოლაპარაკებებში ბევრ შეკითხვაზე მივიღე პასუხი, რაც ჩვენი სტრატეგიის წარმართვაში გამომადგება

„ჟენევის მოლაპარაკებები ძველ და ახალ მთავრობებს შორის მართლაც კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში წარიმართა“, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს „პრაიმ თაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ის იმყოფებოდა როგორც არაოფიციალური პირი, იქ მიმდინარე პროცესებზე დაწვრილებით ვერ ისაუბრებს და აღნიშნა, რომ ამის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როცა რეინტეგრაციის მინისტრი ოფიციალურად გახდება.

მისი განმარტებით, ჟენევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის მიწვევით იმყოფებოდა, ამიტომ დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდა.

„ძალიან სასარგებლო შეხვედრები იყო და ბევრ შეკითხვაზე მივიღე პასუხი, რაც შემდგომში ჩვენი სტრატეგიის წარმართვაში გამომადგება“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.