ევროკომისარს თამბაქოს ლობირებისთვის სკამი დაატოვებინეს

ევროკომისარს თამბაქოს ლობირებისთვის სკამი დაატოვებინეს

ევროკომისიის განცხადებით, ჯანდაცვისა და სამომხმარებლო პოლიტიკის კომისარმა ჯონ დალიმ თანამდებობა დატოვა. დალიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო,  რაც ანტიკორუფციული გამოძიების შედეგები გახდა ცნობილი.

საღეჭი თამბაქოს მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია Swedish Match-მა,  2012 წლის მაისში ევროკომისიას საჩივრის წერილით მიმართა და დახმარება სთხოვა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთი მალტელი ბიზნესმენი, ევროკომისრის დახმარებით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის  დაბლოკვას ცდილობდა ევროკავშირის ქვეყნებში.

ჯონ დალი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მალტაში ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა, უარყოფს აღნიშნულ ბრალდებას, თუმცა პოსტი დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი რეპუტაცია დაიცვას. 

ევროკომისრებს შორის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოსტს ევროკომისარი აღნიშნული ბრალდებით ტოვებს.