გიორგი კვირიკაშვილი ვერა ქობალიას შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ვერა ქობალიას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ვერა ქობალიას შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შეხვედრა, რომელიც სამუშაოს გადაბარების პროცესში გაიმართა, ვერა ქობალიასთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

„მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი დაიწყებს ინტენსიურ მუშაობას, გაკეთდება სამუშაო პროექტების ნუსხა, რომ გადაბარება უწყვეტად მოხდეს. ამ პერიოდში გავერკვევით შიდა სტრუქტურებსა და პროცესებში, რის შემდეგადაც მთლიანად შევძლებთ სამინისტროს გადაბარებას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ მინისტრად დანიშვნის შემდეგ მთავარი სამუშაო ბაზარზე კომპანიებს შორის კონკურენციის საკითხს დაუკავშირდება.

კვირიკაშვილი სამინისტროში მისი პირველი მოადგილეობის კანდიდატ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად მივიდა. კანდიდატებმა შეხვედრა ვერა ქობალიასთან ერთად, მის მოადგილეებსა და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართეს.