,,გოლდენ კომი“ თბილისის ანძის მართვაზე უარს ამბობს

,,გოლდენ კომი“ თბილისის ანძის მართვაზე უარს ამბობს

შპს ,,გოლდენ კომი“ რომლის მმართველობაშიც  სახელმწიფოს კუთვნილი თბილისისა და საქართველოს რეგიონებში არსებული 30-ზე მეტი ანძა შედიოდა, მმართველობაზე უარს ამბობს.

ანძების მესაკუთრე შპს ,,ალფა კომის“ 100% წილის მფლობელი დღემდე სახელმწიფოა.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ერთი წლის წინ „ალფა კომის“ მართვის უფლება აუქციონზე გაიტანა.

აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია პს ,,გოლდენ კომი“  მონაწილეობდა, რომელიც აუქციონამდე, სულ რაღაც 10 დღით ადრე დარეგისტრირდა.  ეს აუქციონი სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა გააპროტესტეს.

სატენდერო პირობების თანახმად გოლდენ კომს 4 წლის განმავლობაში 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ,,გოლდენ კომსა“ და ,,ალფა კომში“ დღეს შესრულებულ პირობებზე არ საუბრობენ.