ინა გუდავაძე: ის ხალხი ვინც გრძნობს, რომ არ იქცეოდა სწორად რაღაც გაგებით, ალბათ თვითონ მიხვდება რომ უნდა წავიდეს

ინა გუდავაძე: ის ხალხი ვინც გრძნობს, რომ არ იქცეოდა სწორად რაღაც გაგებით, ალბათ თვითონ მიხვდება რომ უნდა წავიდეს

ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ინა გუდავაძის განცხადებით, ტელეკომპანია “იმედს" მათი ოჯახი დააფინანსებს. ამის შესახებ გუდავაძემ დღეს ჟურნალისტებს ტელეკომპანიაში გამართული შეხვედრების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში პატარკაციშვილების ოჯახი შეეცდება, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს გადაფორმების პროცესი.

„ჩვენთვის ჟურნალისტური ეთიკის საკითხი არ არის მარტო სიტყვები. ჩვენ შევეცდებით ვიყოთ ძალიან ობიექტურები, კეთილი განწყობით, ოღონდ ძალიან სერიოზულები. ჩვენთვის ემოციურად ძალიან რთულია დღევანდელი დღე. ვგრძნობთ, რამხელაა პასუხისმგებლობაა ჩვენს ოჯახზე", - განაცხადა გუდავაძემ.

გარდა ამისა, გუდავაძემ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება.

„ის ხალხი ვინც გრძნობს, რომ არ იქცეოდა სწორად რაღაც გაგებით, ალბათ თვითონ მიხვდება ყველაფერს", - აღნიშნა გუდავაძემ.