ალექსი პეტრიაშვილი: სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ქვეყნის მთლიანობის აღდგენის პროცესს მხოლოდ წაადგება

ალექსი პეტრიაშვილი: სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ქვეყნის მთლიანობის აღდგენის პროცესს მხოლოდ წაადგება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, ალექსი პეტრიაშვილი 2014 წელს დაგეგმილ სოჭის ოლიმპიადას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასში მონაწილეობა აუცილებელია.

როგორც პეტრიაშვილმა დღეს For.ge-ს პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ქვეყანა არ უნდა ეცადოს თვითიზოლაციისკენ სწრაფვას.

ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით „ქართული ოცნება“ აღებული კურსის ცვლილებას არ აპირებს. მისი თქმით, სპორტი ის სახეობა და ის ასპარეზია, რომელსაც აღნიშნული გეზის ცვლილების ალბათობა მინიმუმამდე დაყავს და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ კოალიციის მიერ აღებულ კურსზე სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა გავლენას არ მოხდეს.

„2014 წლამდე ჯერ დიდი დროა და არ ვიცით როგორი ორმხრივი ურთიერთობებით მივალთ. თუმცა მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც დღესდღეობით არსებობს მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მთლიანობის აღდგენის პროცესს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ჩვენი მეგობარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც ყოველთვის იყო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებისკენ მოწოდება.

პეტრიაშვილის განცხადებით, ის რიტორიკა და მინიშნებები, რომელიც ბუნდოვანი იყო და გამუდმებით ისმოდა წინა ხელისუფლებისგან, უნდა დამთავრდეს.

მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს არაერთ შეხვედრაზე, მათ შორის მოსკოვში, თბილისში, ვენაში და ა.შ. იყო ისეთი რაუნდებიც, როცა შეთანხმებისა და ურთიერთობების გაგრძელების თვალსაზრისით საქმე ადგილიდან არ იძროდა. მაგრამ პეტრიაშვილის განცხადებით, ეს არ ცდებოდა არასოდეს იმ მოლაპარაკებების ფარგლებს და იმ კონკრეტულ საქმიანობას, რომელსაც ორივე მხარე რეალურად ეწეოდა და ისინი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მაინც ისწრაფვოდნენ.

„ამიტომ რიტორიკა, რომ რაღაც თეორიული საფრთხეები დავუშვათ და ამასთან დაკავშირებით მინიშნებები ვაკეთოთ და თანაც სამხედრო მილიტარისტული რიტორიკით, წარმოუდგენელია. ეს დრო უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ საქმეზე. უნდა ვიაროთ სახალხო დიპლომატიის, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის აღდგენის გზით, ეკონომიკური პროექტების ერთობლივი განხორციელების მიმართულებით და ა.შ.“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

გარდა ამისა, პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთთან და ოსეთთან მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების აღდგენის გზები ისევ ჩვენშია. მისი თქმით, საქართველოს აქვს საშუალება და რესურსი ისეთი ქვეყანა გახდეს, რომ თუ კი აფხაზებსა და ოსებს არჩევანის საშუალება დაუდგებათ, არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოს.

„მათ გააკეთონ არჩევანი - ურჩევნიათ მოშიშვლებულ ტერიტორიაზე, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით განადგურებულ მიწაზე ცხოვრება, თუ დემოკრატიული და განვითარების გზაზე დამდგარი ქვეყნის შემადგენლობაში შევიდნენ. ჩვენ ძალიან მალე დავანახებთ და შევთავაზებთ მათ ასეთ საქართველოს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა თუმცა აღნიშნა, რომ ეს პროცესები შეუფერხებლად უნდა გატარდეს და რიტორიკამ და არასაჭირო მინიშნებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამ პრობლემების