ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედი

ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედი" დატოვა

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა.  აღნიშნული შესახებ ჟორჟოლიანმა "FACEBOOK"-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

 „იმედის" ყველა თანამშრომელს მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა დღისთვის რაც ერთად ვიმუშავეთ. წარმატებები ვუსურვო ყველა ახალ პროექტს, არხს და ყველა თანამშრომელს, რომელიც იმედზე რჩება! ჩემს მაყურებელს კი მადლობა იმისთვის, რომ იყო ჩემთან ერთად! მე მივიღე გადაწყვეტილება არხიდან წავიდე. ეს მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილებაა. შეიძლება, დავარქვათ მორალური ვალდებულებაც! მე ყოველთვის გამეხარდება ამ არხის წარმატება", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.