პრეზიდენტის ლობირებული ფოთის აეროპორტის მშენებლობა შეჩერებულია

პრეზიდენტის ლობირებული ფოთის აეროპორტის მშენებლობა შეჩერებულია

მიხეილ სააკაშვილის მიერ ლობირებული ფოთის აეროპორტის მშენებლობა შეჩერებულია. ამ ინფორმაციას ინვესტორი კომპანიის „რაკია საქართველოს“ წარმომადგენლებიც ადასტურებენ. ამერიკავკასიის ყველაზე მსხვილი აეროპორტის მშენებლობა ფოთში 2009 წელს დაიწყო.

გარემოსდამცველებმა მაშინვე დაიწყეს პროტესტი კოლხეთის  ეროვნული პარკის გვერდით ასეთი მასშტაბური მშენებლობის დაწყების გამო.

საერთაშორისო კონვენციებით დაცულ ამ უნიკალურ გარემოს ყოველი მე-7 გადამფრენი ფრინველი შესასვენებლად იყენებს.

2011 წლის 14 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა ფოთის აეროპორტის მშენებლობა და ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების  მინისტრ ვერა ქობალიასთან ერთად, მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულაც ჩაუშვა.