„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი" დღეს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს, რომელშიც 10 სექტემბრიდან - 7 ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის შედეგები იქნება ასახული.

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, "იმედი", "რუსთავი 2", "კავკასია", "მაესტრო" და "მე-9 არხი".

მონიტორინგის ავტორების განცხადებით, საინტერესოა იმ ტენდენციების ანალიზი, თუ რა აჩვენა ეროვნული ტელეარხების სარეკლამო ჭრების მონიტორინგმა საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ასევე - რით იყო საინტერესო წინასაარჩევნო პერიოდის ყველაზე ცხელი მონაკვეთი და რა ხერხებს მიმართავდნენ პოლიტიკოსები თავიანთ პოლიტიკურ რეკლამებში ამომრჩევლის გულის მოსაგებად.

მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის - „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში, რომელსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) ახორციელებს.

პრეზენტაცია  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს გაიმართება.