„ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 3 ფრაქციის შექმნას აპირებს

„ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 3 ფრაქციის შექმნას აპირებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, დავით საგანელიძის განცხადებით, კოალიცია ახალ პარლამენტში 3 ფრაქციის შექმნას აპირებს.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს სამი ფრაქცია იქნება „ქართული ოცნება", „თავისუფალი დემოკრატები" და „რესპუბლიკელები".

„შესაძლებელია, რომ "კონსერვატორებს", "მრეწველებსა" და "ფორუმს" უპარტიო დეპუტატები შეუერთდნენ და ამ გზით ფრაქციები კიდევ შეიქმნას, თუმცა, ხელოვნურად ფრაქციების შექმნა არ იგეგმება", - აღნიშნა საგანელიძემ.