მედიაორგანიზაციები ახალ ხელისუფლებას „მასთ ქერისა

მედიაორგანიზაციები ახალ ხელისუფლებას „მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" პრინციპების მუდმივად დაკანონებას თხოვენ

 "მასთ ქერისა" და "მასთ ოფერის" პრინციპების მუდმივად დაკანონების თხოვნით, მედიაორგანიზაციები მიმდინარე ან მომავალ თვეს, პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტით მიმართავენ , - ამის შესახებ "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე გაზეთ „რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

მისი განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი მედიაორგანიზაციებს უკვე მომზადებული აქვთ. ტუღუშის თქმით, აუცილებელია ამ ორი პრონციპის სამუდამოდ დაკანონება, რათა მაყურებლამდე ყველა მაუწყებლის სიგნალი მიდიოდეს.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, გარკვეულ რეგიონში ისევ არის პრობლემა, როდესაც ადგილობრივმა საკაბელოებმა რამდენიმე მაუწყებელი გამორთო, ან კიდევ "მასთ ოფერის" შემთხვევაში თავად გარკვეულმა ტელეკომპანიებმა თქვეს უარი "გლობალ TV"-ში ჩართვაზე.

 „ხშირად ასეთი გადაწყვეტილებები პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული, ამიტომაც აღნიშნული პრინციპების სამუდამო დაკანონება აუცილებელია, რომ მსგავსი რისკები მომავალში გამოირიცხოს", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ამასთან, "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე ტუღუშმა მართლმსაჯულების სფეროში მედიის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისევ უნდა შევიდეს შესაბამის კანონებში გარკვეული შესწორებები, რათა მედიის წარმომადგენლებს სასამართლოებში დიქტოფონისა და ვიდეო კამერების გამოყენების საშუალება მიეცეთ. ამასთან, ტუღუშის განცხადებით,.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მთავრობამ მედიაში ფული აღარ ჩადოს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, მედია აღარ უნდა იყოს პარტიის დანამატი. ამ პრობლემის მოგვარება კი ფინანსური და მესაკუთრეობის გამჭვირვალობის მიღწევით იქნება შესაძლებელი. ", - განაცხადა ტუღუშმა.