„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ პარტიის გენმდივნად ვანო მერაბიშვილი დაამტკიცა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ პარტიის გენმდივნად ვანო მერაბიშვილი დაამტკიცა

პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამტკიცდა.

მერაბიშვილი აღნიშნულ პოსტზე პარტიის პოლიტსაბჭომ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაამტკიცეს.

მერაბიშვილის განმარტებით, პარტიას განახლება და განვითარება სჭირდება. მისი თქმით, ქვეყნის და საზოგადოების განვითარებასთან ერთად განვითარდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ის მყარი დემოკრატიის საფუძველს შექმნის.

„ბოლო მოვლენებმა, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებამ არჩევნებში, გვაჩვენა, რომ საჭიროა მოძრაობის განახლება და მე მაქვს გეგმა ჩვენს მეგობრებთან ერთად შევქმნათ ახალი თანამედროვე პარტია“ - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ პარტიას ახალი ტიპის ოპოზიციური ძალის შექმნის ამოცანა აქვს.