ზურაბ ტყემალაძე: შესაძლებელია, პარლამენტის სხდომის გახსნისთვის, კაბინეტების მომზადებაც მოესწროს

ზურაბ ტყემალაძე: შესაძლებელია, პარლამენტის სხდომის გახსნისთვის, კაბინეტების მომზადებაც მოესწროს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის პარლამენტში მიმდინარე სამუშაოების შესამოწმებლად გაგზავნილი სამუშაო ჯგუფი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისთვის, ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება, ვიდრე დღეს არის. როგორც ზურაბ ტყემალაძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, დარჩენილ რამდენიმე დღეში, შესაძლებელია კაბინეტების გაკეთებაც მოესწროს.

 „ დღეს მთელი დღეა ვამოწმებთ პარლამენტში მიმდინარე სამუშაოებს. ბევრად უკეთესი მდგომარეობაა სხდომის დარბაზში. სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება პირველი სხდომის გახსნისთვის, არა მარტო დარბაზი, არამედ სამუშაო კაბინეტების გარკვეული რაოდენობაც წესრიგში იყოს.

ვნახოთ, დაველოდებით პროცესებს, წინ კიდევ რამდენიმე დღეა“,-აცხადებს  ზურაბ ტყემალაძე.