მერდოკი : ობამას ხელახალი არჩევა ისრაელისთვის კოშმარი იქნება

მერდოკი : ობამას ხელახალი არჩევა ისრაელისთვის კოშმარი იქნება

ერთ-ერთი უდიდესი მედიაკორპორაციის News Corp -ის ხელმძღვანელის რუპერტ მერდოკის განცხადებით, ბარაკ ოაბამას ხელახალი არჩევა ამერიკის პრეზიდენტად, ისრაელისთვის კოშმარი იქნება.

"ობამას ხელახალი არჩევა ისრაელისთვის კოშმარი იქნება. ჯოზეფ ბაიდენმა უბრალოდ მოიტყუა იმის შესახებ, რომ ისინი უბრალოდ კარგ პერსონალურ დამოკიდებულებაში არიან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ", -წერს საკუთარ Twitter -ზე მერდოკი .

მერდოკი ეხმაურება აგრეთვე ბოლო პერიოდში ამერიკის პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს- საუბრობენ იმაზე, რომ ურთიერთობა ამერიკასა და ისრაელს შორის არასოდეს არ ყოფილა ისეთი ცუდი, როგორც ახლაა- ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში. დემოკრატები კი ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების საკითხებში ორი სახელმწიფოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც ახლა. რუპერტ მერდოკის განცხადებით კი, ამერიკის შტატები ტყუის ბენღაზში ამერიკის ელჩის გარდაცვალების შესახებ, რადგან ეს არ ყოფილ მხოლოდ ფილმის შემდეგ მუსლიმების გაღიზიანება, არამედ ეს იყო ტერაქტი ამერიკის საელჩოზე.

"თეთრი სახლი ისევ განაგრძობს ტყუილების ლაპარაკს ბენღაზში ამერიკის ელჩის გარდაცვალების მიზეზებზე. ეს ბაიდენისა და პოლ რაიანის სატელევიზიო დებატების დროსაც დადასტურდა. ბაიდენმა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო დარტყმის ქვეშ დააყენა, ახლა კი თეთრი სახლი დარტყმის ქვეშ აყენებს სახელმწიფო დეპარტმანტს !", -წერს მერდოკი .