ამირან გამყრელიძე: უმუშევართა კომპენსაციაზე გავრცელებული ხმები ტყუილად ატეხილი აჟიოტაჟია

ამირან გამყრელიძე: უმუშევართა კომპენსაციაზე გავრცელებული ხმები ტყუილად ატეხილი აჟიოტაჟია

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის  ამირან გამყრელიძის განცხადებით, პენსიების გაზრდის საკითხი 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე არ განიხილება.

მისივე თქმით, უმუშევართა კომპენსაციაზე გავრცელებული ხმები ტყუილად ატეხილი აჟიოტაჟია და  ასეთი რამ ჯერ არ იგეგმება.

აღნიშნულის შესახებ,  გამყრელიძემ ბიზნესცენტრის დატოვების შემდეგ ისაუბრა აღნიშნა, რომ  მათ პირადად ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა შეხვედრა და განიხილეს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ის პროგრამა, რომელიც  „ქართული ოცნების“ საპროგრამო დოკუმენტშია გაცხადებული.

„საუბარი იყო საყოველთაო დაზღვევაზე,  საპენსიო სისტემის რეფორმაზე,  შრომითი კანონის დახვეწაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ უმუშევართა კომპენსაციაზე გავრცელებული ხმები ტყუილად ატეხილი აჟიოტაჟია და  ასეთი რამ ჯერ არ იგეგმება.

„როგორც ვიცით, გაცხადებულია, რომ პენსიები უნდა გაიზარდოს მას შემდეგ, რაც განხილული და დამტკიცებული იქნება 2013 წლის ბიუჯეტი,  ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. „ქართული ოცნების“ ძირითადი მიმართულებაა, პენსია  საარსებო მინიმუმს გაუტოლდეს,  რაც მყისიერად ვერ მოხერხდება და განხორციელდება თანდათანობით ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა  გამყრელიძემ.