„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის პრემიებს ითხოვენ

„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის პრემიებს ითხოვენ

"ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები არჩევნებში  დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობისთვის, კუთვნილ ხელფასს ითხოვენ.ისინი დღეს კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ. თანამშრომლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელობამ მათ საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობა მოსთხოვა, სამაგიეროდ პრემიის მიცემას შეჰპირდა.  28 სექტემბერს დაპირებული პრემია 540 ლარის ოდენობით მართლაც მიიღეს, თუმცა შემდგომი თვის ხელფასი მათ ანგარიშებზე აღარ ჩარიცხულა.

მიზეზის გასარკვევად თანამშრომლებმა ხელმძღვანელობას მიმართეს, სადაც განუცხადეს, რომ მათ ოქტომბრის ხელფასი 28 სექტემბერს, წინსწრებით ჩაურიცხეს.

"ყასტრანსგაზის" თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ორშაბათიდან ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ.