საქართველოში პურის ფასმა მოიმატა

საქართველოში პურის ფასმა მოიმატა

საქართველოში პური გაძვირდა. საცალო სავაჭრო ქსელში  ქარხნული პურის ფასმა 5 თეთრით, ხოლო თონის პურმა 10 თეთრით მოიმატა.

  ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებით, პური ფასის მომატების მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მარაგის სერიოზული კრიზისია.   მსოფლიოში წელს მოსულმა პურის მოსავალმა  655 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით 30 მილიონი ტონით ნაკლებია. გარდა ამის, მცირე მოსავალი და დაბალი ხარისხი დაფიქსირდა წელს რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში, რომლებიც საქართველოს ხორბლის ძირითადი მომწოდებლები არიან. რუსეთში ერთი ტონა ხორბლის ფასმა 350 დოლარს მიაღწია, ხოლო ერთი ტომარა ფქვილის ფასმა საქართველოში კი 30 ლარიდან 45 ლარამდე აიწია.