სიმფონიური ორკესტრის კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში

სიმფონიური ორკესტრის კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში

თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში 21 ოქტომბერს, კონცერტს გამართავს. პროგრამაშია იოზეფ ჰაიდნი - კონცერტი ვიოლონჩელისა და სიმფონიური ორკესტრისთვის, ფერენც ლისტი - კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სანდრო სიდამონიძე (ვიოლონჩელი) და თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო). დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო.