რობერტ სტურუამ ბიძინა ივანიშვილს არჩვნებში გამარჯვება მიულოცა და გასტროლებისთვის დახმარება თხოვა

რობერტ სტურუამ ბიძინა ივანიშვილს არჩვნებში გამარჯვება მიულოცა და გასტროლებისთვის დახმარება თხოვა

რეჟისორმა რობერტ სტურუამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ამასტანავე გასტროლებისთვის  დახმარება სთხოვა.

ამის შესახებ სტურუამ ივანიშვილის ბიზნესცენტრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის დახმარება მოსკოვში დადგმული ორი სპექტაკლის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით მინდა“, - განაცხადა სტურუამ და იმედი გამოთქვა, რომ  გასტროლები ნოემბრის ბოლოსთვის შედგება.

რაც შეეხება რაიმე თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშილის მხრიდან შეთავაზებას, სტურუამ განმარტა, რომ მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა.