ეკა ბესელია: ამნისტიის შესახებ, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, დეპუტატების გარდა, სამოქალაქო საზოგადოებასაც ჩავრთავთ

ეკა ბესელია: ამნისტიის შესახებ, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, დეპუტატების გარდა, სამოქალაქო საზოგადოებასაც ჩავრთავთ

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, ის ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე იმუშავებს.

ბესელიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს  პრიორიტეტულად მიიჩნევს,  დაიწყოს იმ ადამიანების გათავისუფლების საკითხი,  ვინც სასჯელს უკანონოდ იხდის. 

 „პირველ რიგში,  უფლებადამცველებთან ერთად, მინდა  ექსპერტთა საბჭო შევქმნა. ამ საბჭოზე  ამნისტიის პროექტს განვიხილავთ და საზოგადოებას,  ექსპერტებსა და უფლებადამცველებს გავაცნობთ. ამნისტიის პროექტის ერთი ვერსია უფლებადამცველებს დააახლოებით,  ერთი წლის წინ, შემუშავებული გვქონდა. ახლა, ამ  პროესტის განხილვას  დავიწყებთ. განხილვის შემდეგ კი,  კონკრეტულად შევჯერდებით, თუ რა კატეგორიის დანაშაულებზე შეიძლება გავრცელდეს ამნისტია.  ამას ბუნებრვია, დრო სჭირდება, თუმცა ჩვენ  მუშაობას დავიწყებთ, როგორც კი, კომიტეტი ჩამოყალიბდება და პარლამენტი  მუშაობას დაიწყებს“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელაის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ქალებს, არასრულწლოვნებს და ნაკლებად მძიმე კატეგორიის - ეკონომიკურ დანაშაულობებს უნდა დაეთმოს.

„ბევრია ისეთი, ვისაც  გადათავისუფლება ეკუთვნით. განსაკუთრებულად ჰუმანურები ალბათ,  ქალების, არასრულწოვანებისა და იმ ადამიანების მიმართ უნდა ვიყოთ,  რომლებიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო იხდიან სასჯელს“,- განაცხადა ბესელიამ.