ჯონ ბასი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის პოსტს დაიკავებს

ჯონ ბასი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის პოსტს დაიკავებს

ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ - ის ინფორმაციით,  ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში,  ჯონ ბასი ამერიკის სამთავრობო ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის პოსტს დაიკავებს.

გამოცემის ინფორმაციითვე, აღმასრულებელი მდივანი, ოთხი მოადგილის დახმარებით, სახელმწიფო დეპარტამენტს დაქვემდებარებული ბიუროების უმაღლეს დამაკავშირებელ რგოლის როლსსრულებს. მას, ასევე, ევალება, შეასრულოს შუამდგომლის მოვალეობები სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლს, უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოსა და სხვა სამთავრობო კაბინეტებს შორის.