ირაკლი ღარიბაშვილი: არასწორია, თითქოს კუდ-სა და სოდ-ს ვაუქმებთ

ირაკლი ღარიბაშვილი: არასწორია, თითქოს კუდ-სა და სოდ-ს ვაუქმებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი კუდ-ისა და სოდ-ის გაუქმებას არ გეგმავს.

ტელეკომპანია „მაესტროს“  ეთერში,  გადაცემა „პოლიტმეტრში“  სტუმრობისას,  ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ   ამ ორი უწყების რეორგანიზაციის შესახებ მისი განცხადების ინტერპრეტირება არასწორად მოხდა.

„არასწორია, თითქოს კუდ-სა და სოდ-ს ვაუქმებთ. სამსახურიდან ადამიანების უსამართლოდ გაშვება არავითარ შემთხვევაში არ იგეგმება. რეორგანიზაციაში ამ სისტემების შესაძლო შერწყმა, სხვა ფორმის მიცემა და სისტემის გაჯანსაღება იგულისხმება. საუბარია ოპტიმიზაციაზე, თუმცა, არა თანამშრომლების ხარჯზე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.