მიხეილ თავხელიძე: ივანიშვილი და მისი კოალიციის წევრები პოზიტიური შოკის შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვიდნენ

მიხეილ თავხელიძე: ივანიშვილი და მისი კოალიციის წევრები პოზიტიური შოკის შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვიდნენ

პოლიტოლოგი მიხეილ თავხელიძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის  გამართული შეხვედრის შეფასებისას, აცხადებს, რომ კოალიციის ლიდერმა თავისი პატივმოყვარეობის დაძლევა და პრეზიდენტთან მთავრობის ფორმირებაზე სასაუბროდ მისვლა მოახერხა.

„არჩევნების შედეგების გამჟღავნების შემდეგ, პრეზიდენტმა  თქვა, რომ  ახალი მთავრობისთვის ხელისუფლების უმტკივნეულოდ გადაცემას  ყველანაირად ხელს შეუწყობს.  ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიციის წევრები არჩევნებში გამარჯვებისთვის მზად არ იყვნენ და ცოტა დაბნეულობის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ვფიქრობ, ისინი ჯერ კიდევ,  პოზიტიური შოკის შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვიდნენ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მან თავიდანვე თქვა, რომ მთავრობის ფუნქციების გადაცემა ყოველგვარი  ექსცესების გარეშე მოხდება და ვფიქრობ, ამას 100% -ით ასრულებს“, - განაცხადა თავხელიძემ.