სოზარ სუბარი: განსახილველი მინისტრთა კანდიდატების სია საკმაოდ დიდია

სოზარ სუბარი: განსახილველი მინისტრთა კანდიდატების სია საკმაოდ დიდია

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის სოზარ სუბარის განცხადებით, იმ პირთა სია, რომლებიც მინისტრობის კანდიდატებად განიხილებიან, საკმაოდ დიდია.

თუმცა აქვე განმარტა, რომ კოალიციაში შეიძლება შეხვედრა ნებისმიერ ადამიანთან გაიმართოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი მინისტრად ინიშნება.

"ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანთან ვმართავთ შეხვედრას, მათ შორის იმისთვის, რომ რჩევა ვკითხოთ", - აღნიშნა სუბარმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე თამაზ თამაზაშვილის კარიერასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ის უკანონო პატიმარი იყო და მის გათავისუფლებას ლოგიკურს უწოდებს.