ტელეკომპანია „გურია“ რამაზ ნიკოლაიშვილის  მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

ტელეკომპანია „გურია“ რამაზ ნიკოლაიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

ტელეკომპანია „გურიას" მფლობელები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ექსმინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს  ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა ზურაბ გობრონიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის ნოემბერში ტელევიზიის 100% წილის მფლობელებს, ზაზა სიორიძეს და ვანო ჩხარტიშვილს რამაზ ნიკოლაიშვილი დაუკავშირდა და წილის დათმობა სთხოვა, რაზედაც მფლობელებისგან კატეგორიული უარი მიიღო.

გობრონიძის განმარტებითვე, ამ საუბრიდან ერთ კვირაში, 5 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა და ახალ მფლობელად სხვა გამოაცხადა.

„ჩვენ ახლა სასამართლოში სარჩელის შეტანას ვგეგმავდით, თუმცა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე ნიკოლაიშვილმა კანონიერ მფლობელებს ტელევიზია დაგვიბრუნა“, - აღნიშნა მან.