პატიმართა მშობლები 776 ხელმოწერის საფუძველზე, დიმიტრი ლორთქიფანიძის  პასუხისმგებელ თანამდებობაზე დანიშვნას ითხოვენ

პატიმართა მშობლები 776 ხელმოწერის საფუძველზე, დიმიტრი ლორთქიფანიძის პასუხისმგებელ თანამდებობაზე დანიშვნას ითხოვენ

პატიმართა მშობლები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და ახალ ხელისუფლებას, ყოფილი პარლამენტარის, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის პასუხისმგებელ თანამდებობაზე დანიშვნას ითხოვენ. 

პატიმართა დედები აცხადებენ, მათ იმადი ჰქონდათ, რომ ომბუდსმენის თანამდებობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინიშნებოდა. 
მე-8 საპყრობილესთან პატიმართა დედებმა 776 ხელმოწერა მოიტანეს, რომლის საფუძველზეც ისინი ითხოვენ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძემ გარკვეული თანამდებობა მიიღოს, როგორც პატიმართა დამცველმა და უფლებადამცველმა.
გლდანის მე-8 საპყრობილესთან პატიმართა დედების სახელით ერთ-ერთი პატიმრის მშობელმა მაია გიორგაძემ განაცხადა, რომ გასული დღეების განმავლობაში დიმიტრი ლორთქიფანიძე დღე და ღამე მათ გვერდით იმყოფებოდა და ყოველთვის ცდილობდა და ახერხებდა საპატიმროში შესვლას, რათა გაერკვია იქ არსებული ვითარება. 

პატიმართა მშობლების განცხადებით, თუ საჭირო გახდება უფრო მეტ ხელმოწერას შეაგროვებენ, რათა მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.