ჯაბა სამუშია საკრებულოს სხდომაზე ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების განცალკევების საკითხს დასვამს

ჯაბა სამუშია საკრებულოს სხდომაზე ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების განცალკევების საკითხს დასვამს

საკრებულოს სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქცია ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების განცალკევების საკითხის დასმას აპირებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან-დემოკრატიული" ფრაქციის წევრმა ჯაბა სამუშიამ განუცხადა.

სამუშიას განმარტებით, საკითხს ის საკრებულოს პირველსავე სხდომაზე დასვამს, რომელიც სავარაუდოდ, 10 დღეში გაიმართება. ამასთანავე სამუშია საკრებულოს წევრებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მის ინიციატივას.

გარდა ამისა, ფრაქცია საკრებულოს სხდომაზე წყლის და ტრასპორტის ტარიფების გადახედვის საკითხსაც დასვამს.

„სხდომაზე ახალ დოკუმენტაციას წარმოვადგენთ, რომელიც ყველა იმ დარღვევას ასახავს, რაც საქალაქო ტრანსპორტს შეეხება“ , -განაცხადა სამუშიამ.

ის დღეს ძველი თბილისის რეაბილიტაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ქდმ კონკრეტულ ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას მოითხოვს.