დიმიტრი ლორთქიფანიძე: სახალხო დამცველის თანამდებობაზე  წარდგენის შესახებ, ინფორმაციას არ ვფლობ

დიმიტრი ლორთქიფანიძე: სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენის შესახებ, ინფორმაციას არ ვფლობ

კოალიცია „კახა კუკავა-თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გავრცელებულ ინფორმაციას, მის სახალხო დამცველის წარდგენასთან დაკავშირებით უარყოფს.

ლორთქიფანიძის განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე მის ნომინანტად წარდგენის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად, ახალ მმართველ პოლიტიკურ გუნდთან არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

„ალბათ, ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, რათა  სახალხო დამცველის არჩევის პრეროგატივა  პარლამენტს გააჩნია. რაც შეეხება,  ჩემს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნომინანტად წარდგენას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ჩემთვის ცნობილი გახდა,  რომ გარკვეული  ჯგუფები საზოგადოებაში  ჩემს მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებენ. მე  მადლობა მინდა გადავიხადო მათ, იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ამჟამად, კოალიციასთან აღნიშნულზე არანაირი ტიპის კონსულტაციები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.