თამაზ თამაზაშვილმა  სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

თამაზ თამაზაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

შს მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი,  პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

თამაზაშვილმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც მან განაცხადა, ის უდანაშაულოა და პატიმრობაში უკანონოდ იმყოფებოდა.

თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აღშფოთებულია წინასაარჩევნოდ ტელევიზიებით გადაცემული რგოლებით იმის შესახებ, თითქოს კავშირი ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან.

საპატიმროსთან თამაზაშვილს ოჯახის წევრები,  მეგობრები და ყოფილი კოლეგები დახვდნენ.