პაატა ზაქარეიშვილი და გია ვოლსკი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში გაემგზავრნენ

პაატა ზაქარეიშვილი და გია ვოლსკი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში გაემგზავრნენ

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი, პაატა ზაქარეიშვილი და კონფლიქტოლოგი, გია ვოლსკი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში გაემგზავრნენ.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მათი ვიზიტი ჟენევაში გაცნობითი ხასიათისაა . მისი თქმით, იქ პროცესისთვის იქამდე აპირებენ გაცნობას, სანამ უშუალოდ ჩაერთვებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით კი, მოლაპარაკებების 21-ე რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა ძალის გამოუყენებლობის საკითხი იქნება.

„აუცილებელია, დაიწყოს მუშაობა ძალის არგამოყენების დოკუმენტზე, რომელმაც რუსეთს ეს ვალდებულება უნდა ააღებინოს. სხვა მონაწილეებს ეს ვალდებულება აღებული აქვთ", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი 11-12 ოქტომბერს გაიმართება.