თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროში იმყოფება

თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროში იმყოფება

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროში მივიდა. წულუკიანი სამინისტროში სამუშაო შეხვედრას მართავს.

მისი თქმით, შესრულდება „ქართული ოცნების“ დანაპირები და უკანონო პატიმრებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იმყოფებიან საპატიმროებში, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც დანაშაული არ დაუმტკიცდა და მაინც დაკავებულები არიან, ხვედრი შეუმსუბუქდებათ.

მისივე  თქმით,  სისხლის სამართლებრივი რეფორმაა განსახორციელებელი და სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი გადაიხედება.

ასევე,  მისი თქმით, გადასახედია საპროცესო შეთანხმების მუხლი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმირება აუცილებელია.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ასევე დაიწყებს თაროზე შემოდებული საქმეების გადახედვას და შეუდგება სასამართლო სისტემის რეფორმას.