for. ge -ს გამოკითხვის მიხედვით, ზუგდიდში ირაკლი ალასანიას დამარცხება  რესპოდენტთა 89.4 % - ს არ სჯერა

for. ge -ს გამოკითხვის მიხედვით, ზუგდიდში ირაკლი ალასანიას დამარცხება რესპოდენტთა 89.4 % - ს არ სჯერა

ინტერნეტ გამოცემა  for. ge -ის გამოკითხვის  მიხედვით,  შეკითხვის პასუხად -  გჯერათ, თითქოს, ზუგდიდში,  არჩევნებში როლანდ ახალაიამ ირაკლი ალასანია დაამარცხა? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 არ მჯერა 89.4 %;  მჯერა 8.45 % და  მიჭირს პასუხის გაცემა 21.15.

პასუხების რაოდენობა ჯამში 7540 -ია. გამოკითხვა საიტზე 4 ოქტომბერს დაიდო.

ცნობისთვის, ცესკოს მიმდინარე მონაცემებით, როლანდ ახალაიამ ხმების 57,58% მიიღო. ირაკლი ალასანიამ კი - 36,22%.

თუმცა  პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ახალაიამ ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დახმარებით,  არჩევნების პროცესი გააყალბა,  რადგან მათი მხრიდან კომისიის წევრებზე  ზეწოლა მიდიოდა. საბოლოოდ კი,  ხელმოწერილი ოქმების გადასწორება მოხდა.

ამასთან, სოციალურ ქსელებში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა გადასწორებული ოქმების სურათები,  სადაც აშკარად ჩანდა, გადასწორებული მონაცემებიც და დარღვეული ბალანსიც.