Times მით რომნის აკრიტიკებს

Times მით რომნის აკრიტიკებს

მით რომნის მიერ  ამერიკის, „როგორც კაცობრიობის იმედის“  შესახებ საუბარმა შეიძლება შთაბეჭდილება მოახდინოს და გული აუჩუყოს ამერიკელებს, მაგრამ არა დანარჩენ მსოფლიოს-აღნშნავს ბრიტანული გამოცემა.

„ის ამერიკელებისთვის მომხიბლავ, ნოსტალგიურ სურათებს ხატავდა, როდესაც ამბობდა, რომ  ამერიკა პრეზიდენტ ობამას აკანკალებული ხელებიდან უნდა გამოვისხნათ“,- თუმცა გამოცემის აზრით, მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ფიასკო განიცადეს ერაყსა და ავღანეთში ამერიკაზე, როგორც მსოფლიო გადამრჩენსა და იმედზე საუბარი, საკამათო შეიძლება გახდეს.

„ მით რომნის როტორიკამ ბევრს ჯორჯ ბუშ -უმცროსის რიტორიკა გაახსენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ისრაელის უაპელაციო მხარდაჭერასა და ბიუჯეტის გაზრდილ სამხედრო ხარჯებს შეეხო.

ბევრი შეიძლება დაეწყნარებინა რომნის განცხადებას თუ ის აღიარებდა, რომ ამერიკის მიზნები ერაყსა და ავღანეთში ჩავარდა, თან კი რადიკალური ისლამის გააქტიურება მიიყოლა. ჯერჯერობით კი არავის გაუგონია რომნის განცხადება იმის შესახებ, რომ ის არ გაიმეორებს მსგავს ავანტიურას, თორემ საზოგადოება მას „ვაშა“-ს  ძახილით შეხვდებოდა“,-წერს  Times.