თეა წულუკიანი: ზურაბ ადეიშვილი ავსტრიაშია

თეა წულუკიანი: ზურაბ ადეიშვილი ავსტრიაშია

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის ინფორმაციით,  იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ავსტრიაში იმყოფება.

მისი  თქმით, მან თავის უწყებაში  უამრავი ხალხი და უამრავი საქმე მიატოვა.

„ეს ბევრ მინისტრს არ გაუკეთებია. რაც მან გააკეთა,  არის უპასუხისმგებლობა როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი თანამშრომლების წინაშე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, იმას,  თუ რა ბედი ეწევა ადეიშვილს სამართლებრივად, ქართული საზოგადოება და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტს, რომელიც ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში ჩამოყალიბდება.