აკაკი მინაშვილი: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჯერ კიდევ,  საარჩევნო პროცესშია და არა სახელმწიფო მოღვაწის რანგში

აკაკი მინაშვილი: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჯერ კიდევ, საარჩევნო პროცესშია და არა სახელმწიფო მოღვაწის რანგში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  აკაკი მინაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის და გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა, რომ  კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი  ჯერ კიდევ პარტიული სულისკვეთებით მოქმედებს, საარჩევნო პროცესშია და არა სახელმწიფო მოღვაწის რანგში.

„მნიშვნელოვანია შეხვედრა,  რომელიც  პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატს შორის შედგა.   პრეზიდენტის სიტყვებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა,  რომ ის არის სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც გრძნობს, დიდი პასუხისმგებლობას საკუთარი სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინაშე.

თუმცა ამის საპირისპიროდ ძალიან სამწუხაროა,  პრემიერ მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა, რომელიც  არაადეკვატური იყო. როგორც ჩანს,  მას ჯერ კიდევ არა აქვს გათავისებული, რომ ხალხმა მას მიანიჭა ძალიან ბევრი უფლებამოსილება ქვეყნის ნაწილის მართვის, ის კი ჯერ კიდევ მოქმედებს პარტიული სულისკვეთებით, საარჩევნო პროცესშია და არა სახელმწიფო მოღვაწის რანგში“, - განაცხადა მინაშვილმა.