უკრაინა  სირიისთვის სამხედრო იარაღის მიყიდვას უარყოფს

უკრაინა სირიისთვის სამხედრო იარაღის მიყიდვას უარყოფს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა სირიისთვის სამხედრო იარაღის მიყიდვას არ აწარმოებს.

„უკრაინა არ აწარმოებდა და არც მომავალში აპირებს მსგავსი სახის ვაჭრობის განხორციელებას სირიაში“,-აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე დიკუსაროვი. მისივე განცხადებით, საერთაშორისო  მოთხოვნის, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკრაინამ 2010 წლიდან აკრძალა სამხედრო იარაღის მიყიდვა საუდის არაბეთისთვის.

ეს განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამ BBC-ის მიერ გავრცლებული დოკუმენტების შემდეგ გააკეთა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ უკრაინელების მიერ საუდიის არაბეთისთვის მიყიდული იარაღი, შესაძლებელი იყო ქალაქ ალეპოში სირიელ აჯანყებულებს ჩავარდნოდათ ხელში.