ბურჯანაძეს იმედი აქვს, რომ  ახალი პარლამენტი  პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს უმოკლეს ვადებში დააყენებს

ბურჯანაძეს იმედი აქვს, რომ ახალი პარლამენტი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს უმოკლეს ვადებში დააყენებს

"დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ "ახალი პარლამენტი უკანონო პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს უმოკლეს ვადებში დააყენებს"

ამის შესახებ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ „სახალხო კრების“ ოფისში გამართულ პრეს-კონფენერციაზე განაცხადა, რომელზეც კრებამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე განცხადება გააკეთა.

"მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ეგუებოდა სააკაშვილის უკანონო რეჟიმს და ბოლომდე იბრძოდა მის შესაცვლელად. ყველაზე მეტი რეპრესირებული ხალხი სწორედ ჩვენ - სახალხო კრებას გვყავს.

ჩვენგან 40 პოლიტპატიმარია ციხეებში, საერთო ჯამში კი ქვეყანაში 119 პოლიტპატიმარი გვყავს და უკანონოდ დაპატიმრებული კი - კიდევ უფრო მეტი", - განაცხადა ბურჯანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ  ახალი პარლამენტი უკანონო პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს უმოკლეს ვადებში დააყენებს.

ამასთან,  ბურჯანაძის თქმით, საკადრისად უნდა დაისაჯონ ის მოსამართლეები, რომელთაც უკანონო განაჩენი გამოჰქონდათ.

"ეს უნდა გახდეს მაგალითი ყველასთვის, რათა მომავალში უდანაშაულო ადამიანების დასჯა დაუსჯელი არ დარჩეს", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.