ირანი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს

ირანი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ .ურთიერთობა ქვეყნებს შორის კვლავაც გაგრძელდება.

 შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, უწყების პრესმდივანმა რამინ მეჰმანფარასთმა გააკეთა. ირანის ელჩმა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართულ ოცნებასთან“ ერთად  საქართველოს მოსახლეობას და მთავრობასაც მიულოცა. 
„უძველესი ისტორიული და კულტურული კავშირებიდან და ორი ქვეყნის ხალხთა ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ კვლავ გაგრძელდება ორმხრივი მეგობრული ურთიერთობის განვითარების პროცესი", - განაცხადა ირანის ელჩმა.