ჟან პოლ ბელმოდოს შემდეგ, მეუღლეს დენი დე ვიტოც შორდება

ჟან პოლ ბელმოდოს შემდეგ, მეუღლეს დენი დე ვიტოც შორდება

როგორც ჩანს, ვარსკვლავური დაშორებების ახალ ტალღას, რომელიც 79 წლის ფრანგმა მსახიობმა, ჟან პოლ ბელმონდომ  ეს ესაა დაიწყო, 67 წლის ამერიკელი მსახიობი დენი დე ვიტოც უერთდება. 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ  დენი და რეა პერლმანი შორდებიან.

ინფორმაცია განქორწინების შესახებ  მსახიობის ადვოკატმა ოფიციალურად დადასტურა. თუ რა გახდა განქორწინების მიზეზი, ჯერჯერობით არ ხმაურდება. კომენტარისგან თავს იკავებს დენი, მისი მეუღლე და კოლეგა რეა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ჟან პოლ ბელმონდოს ადვოკატმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, მსახიობისა და მისი 39 წლის მეუღლის, ყოფილი მოდელის ბარბარა განდოლფის დაშორების შესახებ.

მსახიობი და მისი ადვოკატი, განქორწინების დეტალებზე ამ შემთხვევაშიც არ საუბრობდნენ.