ჩხარტიშვილი   ტელეკომპანია გურიას იბრუნებს

ჩხარტიშვილი ტელეკომპანია გურიას იბრუნებს

 გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემიგრაციაში მყოფმა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „გურია“ დაიბრუნა.

 გურიის რეგიონული გაზეთის "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ჩხარტიშვილის წარმომადგენლები უკვე ტელევიზიაში არიან და იქაურ სიტუაციას ეცნობიან. 

 დავა ტელეომპანია „გურიაზე“ რამდენიმე წელია მიმდინარეობს.  მის მაშინდელ მფლობელს მარინა ვასილიევასა და ყოფილ მფლობელებს სიორიძეებს შორის კონფლიქტი სასამართლომდეც მივიდა. თუმცა, სასამართლომ ტელეკომპანიის ბედი ერთ-ერთი კერძო ბიზნესმენის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რომელსაც ვასილიევამ თავისი კუთვნილი წილი მიჰყიდა.