სოზარ სუბარი: სამინისტროში უახლოეს მომავალში შევალ, შესაძლოა დღესაც მოვახერხო

სოზარ სუბარი: სამინისტროში უახლოეს მომავალში შევალ, შესაძლოა დღესაც მოვახერხო

სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის სოზარ სუბარის განცხადებით, ის სამინისტროში შესვლას და იქ არსებული სიტუაციის გაცნობას დღესვე აპირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს დღის განმავლობაში, მის გეგმებზეა დამოკიდებული.

"დღესაც ვგეგმავდი სამინისტროში შეცვლას, მაგრამ ჯერ, პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრის გამო და შემდეგ დღის, მეორე ნახევარში, კოალიცია “ქართულ ოცნებაში”  დაგეგმილია შეხვედრა იმ მაჟორიტარებთან , რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტში ვერ მოხვდებიან. ასე რომ, ჩემი სამინისტროში შესვლა ამ გეგმებზეა დამოკიდებული, თუმცა არ გამოვრიცხავ დღესვე მოვახერხო", - განაცხადა სუბარმა .

სუბარი სამინისტროში სტრუქტურულ ცვლილებებს არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ყველა თანამშრომელთან დაკავშირებით ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღება.

"ყველა შემთხვევაში, ყველა ადამიანთან დაკავშირებით, ინდივიდუალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გუშინ, შეიცვალა, გუშინწინ შეიცვალა, ამით ვერ ვიხელმძღვანელებ. არიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული დანაშაულებები მიუძღვით და მათ მმართმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა აგონ და არიან ადამიანები , რომლებიც წესიერად მუშაობდნენ და ისინი მუშაობას გააგრძელებენ", - განაცხადა სუბარმა .

რაც შეეხება კონკრეტულად, მოქმედ სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს გიორგი ტუღუშს, სუბარის თქმით, ტუღუშთან თანამშრომლობა მოუწევს, გამომდინარე იქიდან, რომ ტუღუში ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის და გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია.

"სხვა თანამშრომლობაზე სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებ”, - განაცხადა სუბარმა .

სუბარმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფების შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათისაა.

"გადმობარება მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება. ეს არის გაცნობა სამინისტროებში არსებული სიტუაციისა, რათა ზუსტად ვიცოდეთ სად მივდივართ, რა პრობლემაა, რა არის საჭირო ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რა პერსონალური შემადგენლობა დაგვხვდება, როგორი ფინანსური მდგომარეობაა და აშ .",- განაცხადა სუბარმა.