სოზარ სუბარი: პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრა ხელისუფლების სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაბარების პროცესზე იყო

სოზარ სუბარი: პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრა ხელისუფლების სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაბარების პროცესზე იყო

სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შორის გამართული შეხვედრის მიზანი, ხელისუფლების სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაბარების პროცესი და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა იყო.

აღნიშნულის შესახებ, სუბარმა for.ge -ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“შეხვედრა ხელისუფლების სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაბარების პროცესზე იყო. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი მალე დასრულდება. კონკრეტულად, შეხვედრაზე, თუ რაზე იყო საუბარი, აღნიშნულზე განცხადებებიგაკეთდა და ამ ეტაპზე, ამ განცხადებებს სხვას ვერაფერს მივამატებ”, - განაცხადა სუბარმა .

მისი თქმით, მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს , რადგან მთავრობის დაკომფლექტებმა პრემიერის პრეროგატივაა .

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთავრობას თავად აკომპლექტებს. გარკვეული უფლებები, რომლებიც პრეზიდენტს ჰქონდა, ამაზე რამდენიმე დღის წინ, მკაფიოდ ითქვა, რომ პრეზიდენტი ამ უფლებების გამოყენებისთვის ბრძოლას არ აპირებს. იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ნება ძალიან მკაფიოდ გამოხატა და ეს არჩევნების შედეგებში სრულად არ არის ასახული. რეალური შედეგი ყველამ ძალიან კარგად იცის და სწორედ, ამ რეალური შედეგის გათვალისწინება არის ის, რომ დღეს, გამარჯვებულ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მთავრობის დაკომპლექტებაში სრული კარტბლანში აქვს და ეს გაგრძელდება”, - განაცხადა სუბარმა .

სუბარის თქმითვე, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა ცალ-ცალკე მიმდინარეობდა.

“სამუშაო ჯგუფები ცალკე ვსაუბრობდით, პრეზიდენტი და პრემიერობის კანდიდატი ცალკე, თუმცა ბუნებრივია , ვიცით, თუ რაზე იყო საუბარი, მაგრამ ამ ეტაპისთვის რა განცხადებებიც გაკეთდა სრულიად საკმარისია “, - განაცხადა სუბარმა .