სერგეი ლავროვი: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება აფხაზეთთან და ცხინვალთან ურთიერთობების დარეგულირებას შეეცდება.

სერგეი ლავროვი: ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება აფხაზეთთან და ცხინვალთან ურთიერთობების დარეგულირებას შეეცდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება აფხაზეთთან და ცხინვალთან ურთიერთობების დარეგულირებას შეეცდება. ეს განცხადება ლავროვმა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით სანაკოევთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჩვენ არჩევნების შედეგებს ვუყურებთ როგორც ქართველი ხალხის ნებას,რომელმაც ხმა მისცა ცვლილებებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები საშუალებას მიცემენ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ხელისუფლებას, მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის პოლიტიკა გააგრძელოს. ჩვენ აგრეთვე შევეცადეთ დაგვერწმუნებინა საქართველოს ყოფილი  ხელისუფლება, გაგვეგრძელებინა დიალოგი ძალის გამოყუნებლობის თაობაზე, რათა აღგვეკვეთა 2008 წლის აგვისტოს დანაშაულებრივი ავანტიურის გამეორების შესაძლებლობა  “,-აღნიშნა ლავროვმა.

დავით სანაკოევის განცხადებით კი, ითანამშრომლებს სამხრეთ ოსეთი თუ არა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ პოლიტიკას გაატარებენ ისინი.

„ჩვენ პირველ რიგში შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთი აღიაროს, აგრეთვე მოვითხოვთ გადაიხედოს ტერმინი „ოკუპაცია“,-განაცხადა სანაკოევმა.