საქართველოს შეირაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.
ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე კი, საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსში და გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში.
გიორგი კალანდაძემ ამ თანამდებობაზე დევი ჭანკოტაძე შეცვალა.