დავით ზალკანიანი შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს

დავით ზალკანიანი შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს

კოალიცია „ქართული ოცნებისა" და „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, დავით ზალკანიანი შესაძლოა საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატის, მაია ფანჯიკიძის მოადგილედ დაინიშნოს.

გავრცელებულ ინფორმაციას თავად ზალკანიანი არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილი არ არის, თუმცა განაცხადა, რომ ის მართლაც მოიაზრება მინისტრის კანდიდატის მოადგილის თანამდებობაზე და საკითხზე ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ეს ინფორმაცია მას შემდეგ დაზუსტდება და გადაწყდება, რაც მინისტრობის კანდიდატები ოფიციალურად დამტკიცდებიან და ისინი დაიწყებენ თავისი უფლებამოსილების შესრულებას. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი თავად გადაწყვეტს ვინ დანიშნოს აღნიშნულ თანამდებობაზე“, - განაცხადა ზალკანიანმა.