ბიძინა ივანიშვილი: საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამოვრიცხავ

ბიძინა ივანიშვილი: საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამოვრიცხავ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილი საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ  მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, კოალიციის წევრთა დღევანდელ შეხვედრაზე ცალკეულ კანდიდატურებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და გავრცელებული ვერსიებიც ჯერჯერობით მცდარია.

„რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც პრეზიდენტთან და მოქმედ მთავრობასთან კონსულტაციებს გამართავს, ამ ჯგუფში ჩემი ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით არავითარი ვერსიები არ საუბრობს და კანდიდატურების შესახებ მისი გუნდის არც ერთმა წევრმა არაფერი იცის.

ასევე, ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში ნინო ბურჯანაძეც იყო, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხებზე ჯერჯერობით არ უფიქრია, შესაბამისად არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვერსიებიც არ არსებობს.