თინა კანდელაკი: სააკაშვილის მაგალითი ყველას გვაჩვენებს, რომ ვინმესგან ხატის შექმნა დიქტატურისკენ მიმავალი გზაა

თინა კანდელაკი: სააკაშვილის მაგალითი ყველას გვაჩვენებს, რომ ვინმესგან ხატის შექმნა დიქტატურისკენ მიმავალი გზაა

ცნობილი ტელეწამყვანი და საზოგადო მოღვაწე თინა კანდელაკი აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. კანდელაკის აზრით, საქართველოსა და სააკაშვილის მაგალითზე ჩვენ, რუსებმაც უნდა ვისწავლოთ, რომ ვინმესგან ხატის შექმნა, დიქტატურისკენ მიმავალი გზაა.

„უკვე მიმავალი პრეზიდენტისთვის (ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილი უკვე წარმავალი პოლიტიკოსია) მადლობაც გვაქვს გადასახდელი. მაგალითად, ვისწავლეთ ის, რომ ყველა, ვინც ევროკავშირს და ნატოს სიყვარულს უხსნის, სინამდვილეში არ შეესაბამება ევროპელი პოლიტიკოსის სტანდარტებს, რომ ის, ვინც პრესასთან ურთიერთობს-არ არის სიტყვის თავისუფლების დამცველი, რომ ქვეყანამ, სადაც „გაიშნიკები“ ქრთამს არ იღებენ, კორუფცია დაამარცხა.

ყველა ეს გაკვეთილი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც იქნება კარგი გამოცდილება. რადგან ადამიანები, რომლებიც ბალოტნის მოედანზე გამოდიან, ძალიან ჰგვანან მათ, ვინც შაბათს რუსტაველზე გამოდიოდა. ინტელიგენცია, სტუდენტები, მეწარმეები-ყველა ისინი საკუთარი ნებით იყვნენ გამოსულები. ყველა ისინი ევროპულ ფასეულობებს იზიარებენ, ყველა ისინი თავისუფალი არჩევნების მომხრეები იყვნენ, ყველა ისინი ეწინააღმდეგებიან ძალადობასა და ერთ ადგილას გაყინვას.  აქ საქმე მხოლოდ სააკაშვილში არ არის, მას თავისი გზა აქვს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს მაგალითი ჩვენ ყველას გვაჩვენებს, რომ ვინმესგან ხატის შექმნა დიქტატურისკენ მიმავალი გზაა“,-წერს თავის ბლოგში თინა  კანდელაკი.